Bloomberg-ისა და ნოვოგრაცის ახალი კრიპტო ინდექსი

By | May 11, 2018

Bloomberg-ი იწყებს ახალი კრიპტოვალუტის ინდექსის ოპერირებას Galaxy Digital Capital Management-თან ერთად, რომელიც არის ციფრული აქტივების სავაჭრო ბანკი და რომლის ხელმძღვანელიც არის მილიარდერი მაიკლ ნოვოგრაცი.

“კაპიტალიზაციის საფუძველზე შედგენილი ეს ინდექსი – Bloomberg Galaxy Crypto Index (BGCI) – კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი და ყველაზე ლიკვიდური ნაწილის მონიტორინგს მოახდენს; კერძოდ: ბიტკოინი, ეთერიუმი, ეთერიუმ კლასიკი, მონერო, რიპლი, ზქეში, ეოს, ლაითკოინი და დეში (bitcoin, ethereum, ethereum classic, monero, XRP, zcash, EOS, litecoin, dash)” – ნათქვამია Bloomberg-ის განცხადებაში.

ინდექსი გამოიყენებს “წესებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიასა და მონაცემებს” ისეთი წყაროებიდან, რომელიც ზედმიწევნით არის შემოწმებული.

“საქმე უკვე დაწყებულია. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინსტიტუციურ ინვესტორებს, რომ კრიპტო არის ახალი აქტივების კლასი” – დაწერა თავის ტვიტერზე ნოვოგრაცმა.

Bloomberg-ი ოპერირებს ასევე სხვა ინდექსებს, რომელიც ტრადიციულ ფინანსებთანაა დაკავშირებული: ფიქსირებული შემოსავლის ინდექსი, საქონლის ინდექსი, გლობალური ფულის ინდექსი, და სხვ.

“კრიპტო ინდექსი გაკეთდება ჩვენი დიდი გამოცდილების გამოყენებით ინდექსების შექმნაში, რაც მისცემს ინვესტორებს საშუალებას გამჭირვალედ ადევნონ თვალყური კრიპტოვალუტას” – ნათქვამია Bloomberg-ის განცხადებაში.

(წყარო)