აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია: “პლაჟი და ბიტკოინი”

By | May 10, 2018

“პლაჟი და ბიტკოინი” – ასე ეწოდება მიმართვას, რითიც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (Securities and Exchange Commission – SEC) კომისარმა  ჰესტერ მარია პირსმა მიმართა მედიჩის კონფერენციას. ქალბატონი პირსი არის იურისტი ფინანსური ბაზრების რეგულირების სპეციალიზაციით. 2016 წელს მისი კანდიდატურა კონსერვატორების ქვოტაზე წარადგინა ბარაკ ობამამ, თუმცა ის სენატმა მაშინ არ დაამტკიცა. იგი 2017 წელს ისევ წარადგნეს, ამჯერად დონალდ ტრამპმა და სენატმა მოიწონა მისი კანდიდატურა.

პირსი აღმოჩნდა პირველი ფასიანი ქაღალდების კომისიის კომისარი, ვინც დეტალურად განიხილა კომისიის როლი ვირტუალური ვალუტისა და ICO-ოების (მონეტის პირველადი შეთავაზება) საკითხში. იგი მარეგულირებლის როლს ხედავს, როგორც მაშველის პლაჟზე.

“პლაჟზე მაშველი თვალყურს ადევნებს სიტუაციას, მაგრამ ის არ უზის ქვიშის ფიგურების შემქმნელებს და არ უკონტროლებს მათ ყველა დიზაინერულ გადაწყვეტილებას. დაკვირვების ჯიხურიდან მას შუძლია დაინახოს საფრთხის შემცველი აქტივობა და გააფრთხილოს სასტვენში ჩაბერვით, ან თუ საჭირო გახდა პირდაპირ ჩაერიოს. ის ყოველთვის მზადაა გასცეს პასუხი პლაჟის წესებთან დაკავშირებით და ყოველთვის აღმართავს წითელ ალამს გასაფრთხილებლად, როდესაც ზვიგენები შეინიშნება მიმდებარე ზღვის ნაწილში” – ამბობს პირსი თავის მიმართვაში.

კარგი ასპექტი ამ მიმართვის არის ის, რომ ფასიანი ქაღალდების კომისიას არ სურს შემოქმედებით და ინოვაციურ პროცესებში ჩარევა. შედარებით ნაკლებად სასიამოვნო ასპექტი ისაა, რომ კომისია ვერ ხედავს თავს ინოვაციური მარეგულირებლის როლში; მეტიც მას აშინებს ეს სფერო.

“ტექნოლოგიური პროგრესის საზღვრებში მოქცევა დაუშვებელია მარეგულირებლის “იურისტული” წარმოსახვების საფუძველზე.. ეს პროგრესი უზარმაზარია და ჩვენ ვერ ჩავყოფთ თავს ქვიშაში” – განაგრძობს პირსი, – “მე დღეს აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ გთხოვოთ დახმარება, ვისწავლოთ მეტი ამ ტექნოლოგიის შესახებ, რათა თავისდროულად მოვახდინოთ რეგულირების გამოწვევების იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კრიპტო-ტექნოლოგიის მერ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას. როგორ შეიძლება მე ვიყო უკეთესი მაშველი? ამისთვის უამრავი რამ უნდა ვისწავლო და მე ძალიან მონდომებული სტუდენტი ვარ”.

არავის ეპარება ეჭვი, რომ პირსი – ეკონომისტი სპეციალობით, რომელმაც შედეგ იელის უნვერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მიუხედავად მისი 46 წლის ასაკისა, დღესაც საუკეთესო სტუდენტი იქნება. ის ოთხი კომისარიდან ერთერთია, რომელსაც კომისიაში ყველაზე დიდი ძალაუფლება გააჩნია და მისი სწავლის უნარი პირდაპირ დამოკიდებულია მისი პესონალის/გუნდის მიერ საშიანო დავალების შესრულების ხარისხზე.

ჯეი კლეიტონმა, ერთერთმა კომისარმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათ კომისიაში კოდირების სპეციალისტები არ ყავთ, მხლოდ იურისტები და ეკონომისტები. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მარეგულირებელში სათანადოდ არ იციან  რა არის ღია კოდი ან ნოდი. მაგრამ ეს შეიძლება შიცვალოს.

“მარეგულირებლის მიერ საუკეთესო მიდგომა იქნება ICO-ოებს და ვირტუალურ ვალუტას მიუდგეს დიდი ცნობისმოყვარეობით.” – ამბობს პირსი, “ჩვენ უნდა ჩავდოთ ენერგია ამ ტექნოლოგიების შესწავლაში და ავიყვანოთ სპეციალისტები, ვინც მოგვეხმარება ამ ყველაფრის უკეთესად აღქმაში”.

მიმართვა კონკრეტულ პასუხებს იძლევა მთავარ კითხვებზე. კერძოდ, განიხილავს თუ არა ეთერიუმს კომისია, როგორც ფასიან ქაღალდს. მიზეზი, კი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს; როგორ განიხილოს კომისიამ გარკვეული “ტოკენები”, რომელიც დაიწყო როგორც ICO, მაგრამ შემდეგ გახდა ვალუტა ან საქონელი.

“გარკვეული ICO-ების განსაზღვრა, როგორც ფასიანი ქაღალდების არ ასრულებს საკითხს. მაგალითად: რა არის “კოინები”, როდესაც საწყისი გარემო და პროექტი დასრულდება? არის ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც შესაბამის კანონმდებლობას უნდა დაექვემდებაროს მეორად ბაზარზე? თუ ისინი სრულიად სხვა რამეა? საქონელი? ვალუტა? როდის იცვლიან ისინი სტატუსს? როდესაც გარემო მინიმალურად ფუნქციონირებადია? რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დეველოპერები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მის ფუნქციონალს, რაც გაზრდის მათ ფასს? – ეს კითხვებია, რომელზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი მოვალოება ამ ყველაფრის მართვის სათავეში ყოფნა და სწორი მიმართულების მიცემაა” – ამბობს პირსი.

მოხსენება საფუძვლიანია და დეტალურად იხილავს სამართლებრივ და ფინანსურ წინააღმდეგობებს კონკრეტული პროექტების მაგალითებზე.

ერთი რამ ცხადია, რომ აღნიშნული სფეროს რეგულირება ძალიან რთულია და გამოწვევებზე პასუხებების პოვნა ჯერ კიდევ ბევრი კვლევის საგანია. ეს საკითხები ვერ შემოიფარგლება, მხოლოდ ერთანი გადასახადის განაკვეთის დადგენით ყველა სახის პროდუქტზე და პირთა იდენტიფიცირების პრობლემებით. ამ სფეროს მოწესრიგება მხოლოდ განვითარებული ქვეყნების აპრობირებული პრაქტიკის, ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისა  და დარგის სპეციალისტების დიდი შრომისა და შეთანხმების შედეგად უნდა განხორციელდეს.

(წყარო)