Facebook-ი ბლოკჩეინის განყოფილებას ამატებს

By | May 9, 2018

14 წლის ისტორიის მანძილძე ყველაზე მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის შედეგად Facebook-ი სამ განყოფილებად იყოფა, მათ შორის ერთერთი ბლოკჩეინის საკითხებზე იმუშავებს.

ერთი განყოფილება – “აპლიკაციების ოჯახი” – იმუშავებს Facebook, Instagram, WhatsApp  და Messenger-ის აპლიკაციებზე; მეორე განყოფილება – “ახალი პლატფორმები და ინფრასტრუქტურა” – ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ვირტუალური რეალობა და ხელოვნური ინტელექტი; მესამე განყოფილება – “მთავარი პროდუქტის სერვისი” – რეკლამა, უსაფრთხოება და ზრდა. ეს ცვლილებები უკვე დაადასტურა Facebook-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელმა.

აღნიშნული რეფორმა Facebook-ის მთავარი აღამასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის მიერ გაკეთებული დანაპირების შედეგია, მას შემდეგ რაც კომპანია გაეხვა სკანდალში 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

(წყარო)