ტომ ლი: ბიტკოინის ფასი კონსესუსის კონფერენციის შემდეგ გაიზრდება

By | May 9, 2018

Fundstrat-ის (კრიპტოვალუტის სფეროში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი საკონსულტაციო ფირმა) ხელმძღვანელი ტომ ლი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება კონსესუსის კონფერენციის შემდეგ. ფასმა თითქმის მიაღწია 10 000 აშშ დოლარს ცოტა ხნის წინ და ზოგადად უკვე სამი კვირაა აღმავალი ტრენდი ფიქსირდება.

 

ისტორიული თანაფარდობა კონსესუსსა და ბიტკოინის ფასს შორის

ტომ ლი, კილენტებისთვის მომზადებულ ანგარიშში ამბობს, რომ წლევანდელი კონფერენცია ბევრად უფრო დიდი იქნება გასულ წელთან შედარებით. იგი ასევე ავლებს პარალელს კონფერენციის მონაწილეების რიცხვის ზრდასა და ბიკოინის ფასის ზრდას შორის.

2016 წელთან შედარებით, 2017-ში კონფერენციაზე დამსწრეთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბიტკოინის ღირებულება ამ შეხვედრის დროს 69%-ით გაიზარდა; კონფერენციიდან ორ კვირაში კი 138%-ით. ლი დარწმუნებულია, რომ ეს ტრენდი შენარჩუნდება, იმ განსხვავებით, რომ წელს იგი ფასის ბევრად უფრო დიდ ზრდას ვარაუდობს.

ერთი ფაქტია, რომ კონფერენციაზე დამსწრეთა რიცხვი წელს ორჯერ უფრო მეტი იქნება. 2017-ში მას 2750 ადამიანი დაესწრო.

კონსესუსის კონფერენცია ყოველწლიური ბლოკჩეინის სამიტია, სადაც დარგის წამყვანი ექსპერტები იყრიან თავს. ღონისძიება ერთერთი ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინის ტექნოლოგიისადმი მიძღვნილი შეკრებაა. წელს ის 14-16 მაისს ნიუ-იორკის სასტუმრო Hilton Midtown-ში გაიმართება. 250-ზე მეტი ექსპერტი წაიკითხავს ლექციას და წარმოადგენს პრეზენტაციებს.

(წყარო)