ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს

By | May 8, 2018

უოლ სტრიტის დიდი მოთამაშეები ბიტკოინის მიმართ პოზიციას იცვლიან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი კომპანია მუშაობს ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც მისცემს საშუალებას დიდ ინვესტორებს შეიძინონ და მფლობელობაში ჰქონდეთ ბოტკოინი. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა – “ნიუ-იორკ ტაიმსმა” მოიპოვა. ასევე მათ ამის შესახებ ოთხმა დამოუკიდებელმა კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

ეს სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Goldman Sachs-მა, მსოფლიოს უდიდესმა საინვესტციო ბანკმა, განაცხადა ბიტკოინის ფუჩერსებით ვაჭრობის დაწყების შესახებ.

Goldman Sachs-ისა და Intercontinental Exchange-ის (იგივე ICE – ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი კომპანია) ეს ნაბიჯი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბიტკოინი – მაღალი რისკის, სპეკულაციური და  კრიმინალური სამყაროს ფულად შერაცხული ვალუტიდან გადმოდის ისეთ რეგულირებულ და ლეგალურ სივრცეში, სადაც მის გამოყენებას ყველა დაინტერესებული ინვესტორი შეძლებს. უოლ სტრიტის ძლიერი ბროკერების ინტერესი ასევე წარმოადგენს ახალ თავს ბიტკოინის ისტორიაში.

ვირტუალური ვალუტა შეიქმნა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ანონიმური პროგრამისტის – სატოში ნაკამოტოს მიერ. ძირითადი იდეა იყო არსებული საბანკო სტრუქტურების ჩანაცვლება ონლაინ ალტერნატივით, რომლის გაკონტროლებასაც ვერ შეძლებდა მხოლოდ რამდენიმე ძლიერი ორგანიზაცია. მაგრამ ამის მაგივრად,  ახლა სწორედ ამ ძლიერმა ორგანიზაციებმა გამოიჩინეს ინტერესი ამ ვირტუალური ვალუტის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი თავიდან ჩაფიქრებული იყო, მომხმარებლების მიერ ყველა სახის ტრანზაქციისთვის ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, დღეს ის გახდა ვირტუალური ინვესტიცია, რომელიც ინახება ციფრულ საფულეში და მისი ვაჭრობა ხდება მთელ მსოფლიოში, ძირითადად არარეგულირებულ ბირჟებზე. ადამიანები ყიდულობენ ბიტკოინს იმ მიზნით, რომ მისი ფასი გაიზრდება; ზუტად იგივე მიზნით, რა მიზნითაც ყიდულობენ ოქროს ან ვერცხლს.

ICE-ს პლატფორმაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. კომპანია ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

ბიტკოინის ტექნოლოგიით, კერძოდ ბლოკჩეინით, ბევრი კორპორაცია და სახელმწიფოა დაინტერესებული. ზოგიერთმა ფინანსურმა ბირჟამ, მათ შორის Chicago Mercantile Exchange-მა, უკვე შექმნა ფინანსური პროდუქტები დაკავშირებული ბიტკოინის ფასთან, ე.წ. ფუჩერსები. მაგრამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ეს ნაბიჯი რევოლუციურია იმ გაგებით, რომ იგი აძლევს ინვესტორებს საშუალებას პირდაპირ შეიძინოს და ფლობდეს ამ ვირტუალურ ვალუტას. ამ საქმიანობის წარმათვაზე ICE-ს მოლაპარაკებები ჰქონდა სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლის საშუალებითაც ბანკებს შეეძლებათ კონტრაქტების, ე.წ. სვოპების, შეძენა, რომელიც მისცემს მომხარებლებს ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას და რომლის უკან იქნება რეგულირებული და უსაფრთხო ბირჟა.

სვოპ კონტრაქტი უფრო რთულია, ვიდრე პირდაპირ დოლარით ბიტკოინის შეძენა, მიუხედავად იმისა რომ შედეგი იგივეა – მომხმარებელი ყიდულობს ბიტკოინს. სვოპ კონტრაქტი ხვდება საქონლის ფუჩერსების სავაჭრო კომისიის (Commodity Futures Trading Commission) რეგულირების ქვეშ და ფუნციონირებს ზედმიწევნით გაწერილი კანონების შესაბამისად. ეს კი არსებულ არარეგულირებულ ბირჟებს დღეს არ შეუძლიათ.

Nasdaq-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა – ადენა ფრიდმანმა – რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თუ რეგულირების საკითხები მოწესრიგდებოდა, მისი კომპანიაც მზადაა ვირტუალური ბირჟის გასახსნელად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჰეჯ ფონდი უკვე დიდი ხანია ჩართულია ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვაში, ინსტიტუციური ინვესტორები, როგორიცაა მაგალითად ერთობლივი და საპენსიო ფონდები, არიდებდნენ თავს ამ პროცესში ჩართვას სწორედ ასეთი საკითხების მოუწესრიგებლობის მიზეზით. ახლა კი ეს პრობლემა საერთოდ მოიხსნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ ბიტკოინის ისტორიაში ეს უპრეცენდენტო და რევოლუციური ნაბიჯია.

(წყარო)