“კრიპტოვალუტა შეცვლის ფულის დაზოგვის, ინვესტიციისა და ანგარიშების გადახდის წესს”

By | May 7, 2018

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა –  კრისტინ ლაგარდმა – გააკრიტიკა კრიპტოვალუტა, უწოდა მას კრიმინალების, ფულის გათეთრებით დაკავებული ადამიანებისა და ტერორისტების გამოყენების საშუალება, მისი აზრი ამ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა ის კრიპტოვალუტას ხედავს, როგორც უამრავი სიკეთის მომტან ახალ საგადამხდელო საშუალებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელ ბლოგში იგი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა შეცვლის ადამიანების მიერ ფულის დაზოგვის, ინვესტიციისა და ანგარიშების გადახდის წესს.

“არის იმედი, რომ დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომელიც კრიპტო აქტივებმა განავითარეს, საფუძველს დაუდებს ფინანსური სისტემის უფრო მეტ დივერსიფიცირებას, უკეთეს ბალანსს ცენტრალიზებული სერვისების მიმწოდებლებსა და ფინანსურ ეკოსისტემას შორის, რაც იქნება უფრო ეფექტური და უფრო გამძლე საფრთხეების მიმართ” – ამბობს ლაგარდი.

იგი ასევე არ მალავს აღფრთოვანებას ბლოკჩეინის საშუალებით კრიპტოვალუტების ასეთი სწრაფი ტრანზაქციის შესაძლებლობის მიმართ, განსხვავებით ტრადიციული ფინანსური სისტემისგან, რასაც დღეები ჭირდება. თუმცა, იგი ასევე უშვებს ცენტრალური ბანკების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების შესაძლებლობას.

“კრიპტო აქტივები იძლევა სწრაფი და იაფი ფინანსური ტრანზაქციის საშუალებას, პლიუს ნაღდი ფულის მსგავსად მოხერხებული გამოყენების შესაძლებლობას” – განაგრძობს ლაგარდი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ცირკულაციაში მყოფი მრავალი კრიპტოვალუტიდან, ბევრი ვერ გაუძლებს დროს და წარმატებული პროექტები შეცვლიან ადამიანების ცხოვრების უამრავ ასპექტს. მან ასევე მოუწოდა პოლიტიკის შემქმნელებსა და განმახორციელებლებს, გახსნილი და ღია მიდგომით შეხედონ რეგულირების საკითხებს, რათა არ დააზიანონ ადამიანების შემოქმედებითი და განვითარების პროცესი და მხოლოდ მოახდინონ რისკების მინიმუმადე დაყვანა.

(წყარო)