ბიტკოინი ჩაანაცვლებს ოქროს?

By | May 6, 2018

ბიტკოინსა და ოქროს, როგორც სიმდიდრის დაგროვების საშუალებას, რამდენიმე მსგავსი თვისება აქვს. ამ მიზნით ოქრო საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ცივილიზაციების მიერ, როგორც ხელსაყრელი აქტივი, რომლის მარაგიც შეზღუდულია.

იგივე შეიძლება ითქვას ბიტკოინზეც. ამ ეტაპზე ძნელი დასამტკიცებელია, თუ რამდენად ხელსაყრელი აქტივია ბიტკოინი, მაგრამ ის ფაქტია, რომ მისი რაოდენობაც შეზღუდულია. რაც უფრო მნიშვნელოვანია – ტექნოლოგია რასაც ის ეფუძნება – ბლოკჩეინი, და რაც ადვილს ხდის მისი მფლობელობის მარტივ გადამოწმებას.

კრიპტო აქტივები ასევე ადვილი შესანახი და გადასატანია. ოქროსგან განსხვავებით, რომლის შესანახ ადგილს უნდა ფლობდეთ ან ამაში გარკვეულ თანხას იხდიდეთ, პლიუს მისი დაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, ბიტკოინის შენახვა ძალიან პატარა ზომის ელექტრონული მონაცემების შესანახ საშუალებაზეა შესაძლებელი; მეტიც, ფურცელზეც კი.

ციფრული ტექნოლოგიები ცვლიან ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს და ეს ოქროსაც ეხება. მისი ნაკლოვანება ამ ახალ სამყაროში ის არის, რომ კრიპტო აქტივებთან შედარებით ოქრო ძალიან ცუდი შესანახი და გადასატანია; რაც მთავარია მისი დიგიტალიზაცია, ანუ ციფრულ ფორმაში გადაყვანა, შეუძლებელია.

ბიტკოინის მოწინააღმდეგეები თითს იშვერენ მის მოსაპოვებლად დახარჯულ დიდ ენერგიაზე, მაგრამ ეს ენერგია ახლოსაც ვერ მივა ოქროს მოპოვებაზე დახარჯულ ენერგიასთან. თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტსაც, რომ ოქროს მოპოვება უზარმაზარ ზიანს აყენებს ბუნებას, ადვილი მისახვედრია საით შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს.

უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის მომავალში დარწმუნებული ადამიანების წრე მნიშვნელოვნად იზრდება. მათ შორის არის ბევრი წარმატებული და ცნობილი ადამიანი. ერთერთი მათგანია, სტივ ვოზნიაკი – Apple-ის თანადამფუძნებელი და თანამდეროვე ციფრული ტექნოლოგიების ერთერთი ყველაზე კარგი მცოდნე. გასული წლის ოქტომბერში მან განაცხადა, რომ “ბიტკოინი, ქონების ბევრად უკეთესი შენახვის საშუალებაა, ვიდრე ოქრო ან ამერიკული დოლარი”.

უპირატესობა, რომელიც სიმდიდრის ორივე შენახვის საშუალებას გააჩნია არის ის რომ მათი კორელაცია არ ხდება. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ მათი ღირებულება არ არის დამოკიდებული აქციებისა და ობლიგაციების ღირებულებაზე. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა კრახი განიცადა, ბიტკოინიც და ოქროც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი პორტფელის მნიშვნელოვანი ღირებულება. ბიტკოინიც ხომ სწორედ ამ მიზნით და ასეთი ფინანსური კრახის დროს მისგან თავის აცილების მიზნით შეიქმნა.

თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის ამ ეტაპზე არის  შესაძლებლობა შეინარჩუნოს და გაზარდოს თქვენი ქონების ღირებულება.

ასეული წლის მანძილზე ოქრომ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს სიმდიდრის შენახვის საშუალებას, რომლის ფასი იზრდება ინფლაციასთან ერთად. მეორეს მხრივ, ბიტკოინი იმდენად ახალი ფორმის აქტივია და მისი ტექნოლოგია განვითარების იმდენად საწყის ეტაპზეა, რომ სათანადო მტკიცებულება არ არსებობს ვამტკიცოთ, რამდენად შეძლებს ის დროის მაინძილზე თავისი ღირებულების შენარჩუნებას და/ან გაზრდას.

თუ გავითვალისწინებთ ბიტკოინის ღირებულების არასტაბილურობას, ამ ეტაპზე იგი არ გამოდგება რისკიანი ინვეტორების გარდა არავისთვის. თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიძლება შეიცვალოს.

ოქროს ფასი საუკუნეების მანძილზე მისი გამოყენებით არის დამტკიცებული. ბიკტოინი კი განვითარების საწყის ეტაპზეა და მიუხედვად იმ ფატისა, რომ კრიპტო აქტივების მიღება/გამოყენება უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბიტკოინის გავრცელება ჯერ მაინც არ არის საკმარისი; და არავინ იცის შემდეგი ხუთი, ან ათი წლის განმავლობაში ბიტკოინი, თუ სხვა კრიპტოვალუტა დაიკავებს წამყვან ადგილს მსოფლიოში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ბიტკოინი ოქროს ჩანაცვლებისთვის სათანადოდ განვითარებული ამ ეტაპზე ჯერ არ არის. თუმცა ყველაფერი იცვლება და მომავალი ამ კრიპტო აქტივისთვის ძალიან იმედისმომცემია.

(წყარო)