ქაოსი – Telegram-ის კრიპტოვალუტა მეორად ბაზარზე იყიდება

By | May 5, 2018

Telegram-მის ICO-ო (მონეტის პირველადი შეთავაზება) უნდა იყოს რევოლუციური, რაც გულისხმობს პლატფორმის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ახალ დეცენტრალიზებულ ინტერნეტს. ამის მაგივრად ეს პროცესი დიდ ქაოსად გადაიქცა, სადაც სახსრების მობილიზების მკაცრად კონტროლირებადი ორგანიზებული პროცესი, ყველაზე არაორგანიზებულ პროცესად იქცა და კრიპტოვალუტის ადრეულმა ინვესტორებმა მისი გაყიდვა დაიწყეს.

Telegram-მა ცოტა ხნის წინ საჯარო მონეტის შეთავაზება გააუქმა მას შედეგ, რაც კერძო მონეტის შეთავაზებით კომპანიამ მოახერხა 1.7 მილიარდი დოლარის მობილიზება. ეს სამწუხარო სიახლე იყო იმ ინვესტორებისთვის ვინც ელოდა შანსს მიეღო პროექტში მონაწილეობა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიისა და სხვა მარეგულირებლების დეტალური შემოწმება/მოთხოვნები დასახელდა ძირითად მიზეზად, რატომაც კომპანიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

Telegram-ის რევოლუციური პროექტი გულისხმობს ბლოკჩეინზე დაფუძნებული “Telegram-ის ღია ქსელი”-ს (Telegram Open Network) შექმნას, რომელიც გააერთიანებს ახალი თაობის დეცენტრალიზებულ გადახდის სიტემას, ფაილების შენახვისა და სხვა ინოვაციურ პროექტებს.

ამ ეტაპზე ჩვეულებრივი მომხარებლისთვის შეუძლებელია Telegram-ის კრიტოვალუტა Gram-ის ყიდვა, სანამ ის შესაბამის ბირჟებზე არ მოხვდება. ეს კი, უცნობია როდის მოხდება. მოთხოვნისა და ინტერესის ზრდასთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ ადრეულმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტა დიდი ფასდაკლებით შეიძინეს – მეორადი ბაზარი აღმოცენდა და მათი გამყიდველების მოგება უზარმაზარია.

ერთერთი წყაროს ცნობით ინვესტორი, რომელმაც კრიპტოვალუტა 0.37 ცენტად შეიძინა, ახლა მას 1.30 დოლარად ყიდის, რაც 3.5-ჯერ მეტია კრიპტოვალუტისთვის, რომელიც ჯერ მიმოქცევაშიც კი არაა. Gram-ი სხვადასხვა ფასში გაიყიდა, მაგრამ დღეს მისი უამრავი გადამყიდველია ბაზარზე. საბროკერო ფირმებმა აქტიურად დაიწყეს ახალი მყიდველებისა და გამყიდველების დაკავშირება. მას შემდეგ რაც საჯარო მონეტის შეთავაზება გააუქმდა, მოთხოვნა მხოლოდ გაიზარდა. თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ პირველადმა ინვესტორებმა Gram-ი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს, ადვილი მისახვედრია რამდენად დიდ მოგებაზეა საუბარი.

სხვა წყარომ დაადასტურა, რომ Telegram-ი ამ არაოფიციალური გაყიდვების საქმის კურსშია, მაგრამ ვინაიდან ეს არ არღვევს კანონს კომპანია ამაზე რეაგირებას არ გეგმავს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ეს წინასწარი ბაზარი უკვე დაადგენს კრიპტოვალუტის ფასს, რაც სავარაუდოდ ხელს შეუშლის შემდგომში ბირჟებზე განსათავსებელი ფასის დადგენას.

ის ფაქტი, რომ Telegram-მი ასეთ საწყის ეტაპზე ვერ აკონტროლებს ჯერ კიდევ მიმოქცევაში არგასული საკუთარი კრიპტოვალუტის კაპიტალის მიმოქცევას – არ არის იმედისმომცემი. კომპანიამ მოახერხა რეკორდული თანხის მობილიზება, რაც აქამდე ვერცერთმა ICO-მ ვერ შეძლო, თუმცა მაგალითი რასაც ის იძლევა ბრწყინვალე ნამდვილად არ არის.

ყველაფერი ზემოთქმულის გარდა, პროექტი საკმაო კრიტიკის ქვეშ მოხვდა. ჩარლზ ნოიესმა, Pantera Capital-იდან, მას “ოპორტუნისტული” უწოდა, რომლის white paper-ი (პროექტის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მის მიზნებს, შესრულების დროსა და სხვა დეტალებს) “არის სურვილების კრებული, თუმცა არსად წერია ან არავინ იცის ამის მიღწევა როგორ არის შესაძლებელი”. ერთერთმა სერიოზულმა გამოცემამ – MIT Technology Review-მ პროექტს უწოდა “თამამი, თუმცა არასაკმარისი იდეებით”. სხვებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტში უამრავი ტექნიკური თეორიაა, რომელიც უბრალოდ სხვა მრავალი პროექტიდან არის ამოკრეფილი.

Telegram-ის მიმდინარე გამოწვევები ბევრად შორდება მხოლოდ ICO-ს. რუსეთის მთავრობამ ის მკაცრად შეზღუდა, რაც თითქმის 19 მილიონამდე IP მისამართის დახურვაში გამოიხატა. ამ მიდგომამ ასევე შეზღუდა ისეთი სერვისების მუშაობა, როგორიცაა Twitch, Slack, Soundcloud, Viber, Spotify, Fifa, Nintendo, და სხვ.

Telegram-მის აღმასრულებელი დირექტორი და კომპანია მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

(წყარო)