სინგაპურში ბიტკოინის “ჭკვიანი ბანკნოტები” გამოუშვეს

By | May 4, 2018

კომპანია  Tangem-მა  სინგაპურის მაღაზიაში ბიტკოინის ბანკნოტების გაყიდვა დაიწყო.

ქაღალდის ტრადიციული ფულის მსგავსად მოხერხებული გამოყენებისთვის შექმნილი, ჯერჯერობით ორი დენომინაციის ბანკნოტი არსებობს – 0.01 და 0.05 ბიტკოინის ღირებულების.

 

ბიტკოინის ბანკნოტების დებიუტი სინგაპურში მაღაზია Megafash Suntec City-ში შედგა.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია: “არსებული ორ დენომინაციაში – 0.01 და 0.05 ბიტკოინის ღირებულების – Tangem-ის ბანკნოტები რადიკალურად აუმჯობესებს კრიპტოვალუტის ყიდვის, ფლობისა და მიმოქცევის სიმარტივესა და უსაფრთხოებას ყველასთვის”.

Tangem-ის სათავო ოფისები მდებარეობს შვეიცარიის კრიპტო ველში ქალაქ ცუგში და ჰონკონგში. მას ასევე გააჩნია ოფისები სინგაპურში, მოსკოვში და ჩინეთში.

კომპანიამ განაცხადა, რომ “ბანკნოტების პირველი 10 000-იანი პარტია უკვე გაუგზავნა პარტნიორებსა და დისტრიბუტორებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საპილოტე კომერციული გაყიდვებისთვის”.

როგორ მუშაობს Tangem-ის ჭკვიანი ბანკნოტები

კომპანიის ინფორმაციით მათი ბიტკოინის ჭკვიანი ბანკნოტები ქაღალდის ჩვეულებრივი კარგად დაცული ბანკნოტების ანალოგიურია და ძალიან მოხეხებულია მიმოქცევისთვის. მთავარი უპირატესობა არის მისი მოხმარების სიმარტივე: არ არის საჭირო რაიმე ინფრასტრუქტურა ან რთული აპლიკაცია, საჭიროა მხოლოდ შტრიხ კოდის კითხვის შესაძლებლობის მქონე სმარტფონის ფლობა, რომ დარწმუნდეთ ნამდვილია თუ არა ის.

მფლობელის შეცვლა კი ანონიმურად და წამიერად ხდება, ფიზიკურად გადასცემთ ბანკნოტს, რაშიც ინტეგრირებულია საფულე და კერძო გასაღები. არანაირი ტრანზაქციის ღირებულება და არანაირი ბლოკჩეინის ქსელში დამოწმება. კომპანია ამტკიცებს, რომ პროდუქტი ყველაზე მაღალი დაცვის ხარისხით გამოირჩევა და კერძო გასაღების გაგების შესაძლებლობის გარეშე დაბეჭდილი ბანკნოტები შეუძლებელია გააყალბო.

Tangem-ის კონკურენტმა კომპანია Opendime-მა დიდი ხანია გამოუშვა ფიზიკური პროდუქტი იგივე დანიშნულებით, რომელიც უფრო მახსოვრობის მყარი ბარათის ფორმისაა და კონკრეტული ღირებულება არ აქვს.

უსაფრთხოება

Tangem-ის პროდუქტი იყენებს Samsung-ის S3D350A ჩიპს. კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებელს შეთავაზა “პირველი მყარი შენახვის საშუალება ბაზარზე, ელექტრონულად და კრიპტოგრაფიულად სერტიფიცირებული, საერთო EAL6+ კრიტერიუმითა და EMVCo სტანდარტით”.

(წყარო)