საერთაშორისო სავალუტო ფონდი: “კრიპტო აქტივებს ტრადიციული ვალუტის პოტენციალი გააჩნია”

By | May 4, 2018

წლევანდელ ანგარიშში, რომელსაც ეწოდება (“A bumpy ride ahead” – “უსწორმასწორო გზა წინ”), საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ კრიპტო აქტივებს ტრადიციული ვალუტის პოტენციალი გააჩნია. ანგრიშის თანახმად:

“კრიპტო აქტივებს აქვთ პოტენციალი გააერთიანონ სარგებელი, რასაც ტრადიციული ვალუტა და საქონელი იძლევა.  ისევე, როგორც ჩვეულებრივი ფული, ის შეიძლება გაიცვალოს სხვა ვალუტაზე, გამოიყენებოდეს, როგორც საგადამხდელო საშუალება და შესანახი ფასეულობა”.

ამ ანგარიშში ფონდი ყოველწლიურად იძლევა გლობალური ეკონომიკის მიმოხილვას: “მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზარმა წელს მნიშვნელოვანი გაუფასურება განიცადა, ის წარმოადგენს მსოფლიოს ოთხი უდიდესი ეროვნული ბანკის ღირებულების 3%-ს”.

ბიტკოინი იკავებს მთლიანი კრიპტოვალუტის 47%-ს, ეთერიუმი 15% და რიპლი 8%. ფონდმა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას, რაზეც დაფუძნებულია კრიპტოვალუტა – ბლოკჩეინი, შეუძლია ფინანსურ ბაზარზე რევოლუციის მოხდენა.

სხვა მონაცემები ანგარიშიდან: 14 წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟა მსოფლიოში მოიცავს 80%-მდე კრიპტო ვაჭრობის მოცულობას, რაშიც წამყვანი 10 კრიპტოვალუტის მოცულობა 82%-მდეა. ბირჟებზე დოლართან მიმართებაში ვაჭრობა შეადგენს 71%, იაპონურ იენთან 14% და ევროსთან 11%.

(წყარო)