Telegram-მა საჯარო მონეტის შეთავაზება გააუქმა

By | May 3, 2018

Telegram-მა საჯარო მონეტის შეთავაზება გააუქმა, რომელიც უნდა შემდგარიყო მას შედეგ, რაც კერძო მონეტის შეთავაზებით კომპანიამ მოახერხა 1.7 მილიარდი დოლარის მობილიზება. ეს სამწუხარო სიახლეა იმ ინვესტორებისთვის ვინც ელოდა შანსს მიეღო პროექტში მონაწილეობა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიისა და სხვა მარეგულირებლების დეტალური შემოწმება/მოთხოვნები დასახელდა ძირითად მიზეზად, რატომაც კომპანიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ICO-ოების (მონეტის პირველადი შეთავაზება) ბაზარზე თაღლითობის გაზრდილმა შემთხვევებმა აიძულა მარეგულირებლები, მათ შორის ამერიკაშიც, შეზღუდონ და აკრძალონ გარკვეული პროექტები.

სხვა მიზეზი, რომელიც კომპანიამ დაასახელა არის ის ფაქტი, რომ მათ მოახერხეს საკმარისი რაოდენობის ფინანსების მობილიზება მონეტის კერძო გაყიდვით და დამატებითი რესურსი საჭირო აღარ გახდა. კერძო გაყიდვა მოხდა ორჯერ და ყოველი გაყიდვისას მოხერხდა 850 მილიონი დოლარის მობილიზება 200-ზე ნაკლები მონაწილისგან. მხოლოდ შერჩეული ინვესტორები იქნა დაშვებული და ერთერთი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მათი ქონება მილიონზე მეტი უნდა ყოფილიყო.

სპენსერ ბოგარტს, Blockchain Capital-ის პარტნიორს, სჯერა რომ საჯარო გაყიდვა კომპანიას რეგულირების რისკის ქვეშ დააყენებდა. მან განაცხადა: “რეგულირების თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, საჯარო გაყიდვა ბევრად უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებდა Telegram-ს, ვიდრე კერძო გაყიდვა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი თანხის მობილიზება მოხდა, უაზრობა იქნებოდა საჯარო გაყიდვით დამატებითი რისკების გაწევა”.

Telegram-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა რევოლუციური პროექტის შექმნის შესახებ სახელად – “Telegram-ის ღია ქსელი” (Telegram Open Network). მათ ეს პროექტი აღწერეს, როგოც “ახალი დეცენტრალიზბული ეკონომიკის Visa/Mastercard-ი”. კომპანია გეგმავს ციფრული გადახდისა და ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნას, რომლის საყოველთაო მიღებასაც იმედოვნებენ. ეს ის მიზანია რასაც ბიტკოინმა და სხვა კრიპტოვალუტებმა ჯერ კიდევ უნდა მიაღწიონ.

ახლა უკვე საქმე დროშია, თუ როგორ და როდის მოახეხებს Telegram-ი თავისი დანაპირების შესრულებას. წარუმატებლობის შემთხვევაში ერთი ნამდვილად ნათელია, რომ მიზეზი ფინანსების ნაკლებობა არ იქნება.

(წყარო)