New York Times: Goldman Sachs-ი ბიტკოინის ფუჩერსებით ვაჭრობას იწყებს

By | May 3, 2018

Goldman Sachs-ი, მსოფლიოს უდიდესი საინვესტციო ბანკი, საკუთარ ფინანსებს გამოიყენებს კლიენტებისთვის ბიტკოინის ფუჩერსებით ვაჭრობისთვის – წერს New York Times-ი.

კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ არის, თუმცა ბანკის დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა გადაწყვეტილება.

რანა იარედმა, Goldman Sachs-ის აღმასრულებელმა, განაცხადა რომ გადაწყვეტილება კლიენტების მზარდი მოთხოვნის შედეგია, მათ სურთ ბიტკოინის, როგორც ალტერნატიული აქტივის, ფლობა.

ბანკმა უკვე დაიქირავა პირველი “ციფრული აქტივით” მოვაჭრე ჯასტინ შმიდტი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ მიმართულებას. შმიდტი მანამდე მუშაობდა ჰეჯ-ფონდში – Seven Eight Capital, სანამ კრიპტოვალუტით ვაჭრობის გასაგრძელებლად დატოვა კომპანია ერთი წლის წინ.

შემდეგი ნაბიჯი პირდაპირ ბიტკოინით ვაჭრობა იქნება, მას შემდეგ, რაც აშშ-ს მარეგულირებელი ორგანო ამას დაამტკიცებს.

(წყარო)