თანამედროვე “საბჭოთა კავშირი” კრიპტოვალუტის რეგულირების ერთიან სტანდარტებს შეიმუშავებს

By | May 3, 2018

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (იგივე ევრაზიული კავშირი), რომლის მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაცია, კრიპტოვალუტისა და ICO-ოების (მონეტის პირველადი შეთავაზება) რეგულირების ერთიანი სტანდარტების შემუშავებას გეგმავს. კავშირი აერთიანებს რუსეთის ფედერაციას, ყირგიზეთს, ყაზახეთს, ბელორუსიას და სომხეთს. ამის შესახებ რუსეთ-ავსტრიის ეკონომიკური დიალოგის კულუარებში გაზეთ “იზვესტიას” განუცხადა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მინისტრმა ტატიანა ვალოვაიამ.

ევრაზიული კავშირი ემზადება ერთიანი ფინანსური ბაზრის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ეს ქვეყნები ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი იყვნენ, გაჩნდა უამრავი წინაღობები. კრიპტოვალუტის შემთხვევაში, კი წინასწარი მუშაობით შეიძლება ასეთი პრობლემებისგან თავის არიდება.

უკვე სამი შეხვედრა შედგა ასოციაციებსა და რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ეროვნულ ბირჟებს შორის. მასში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა და სამეცნიერო კველვითმა ინსტიტუტებმა. უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა ბელორუსიაში, სადაც უკვე არსებობს კრიპტოვალუტის პროექტების დანერგვის გამოცდილება მაღალი ტექნოლოგიების პარკში.

“კრიპტოვალუტას სჭირდება ჯერ ტესტირება ერთ რეგიონში საპილოტე პროექტის სახით და შემდგომი მასშტაბების ზრდა. კრიპტოვალუტის შექმნა აუცილებელია ევრაზიული კავშირის დონეზე, რადგან ყველა ეს ქვეყანა ერთნაირ პრობლემებს აწყდება ამ დარგში” –  თვლის ექსპერტი დენის დუშნოვი.

უნიფიცირებული რეგულირების შემუშავება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს ჯერ კიდევ სხვადასხვანაირად ესმით ეს ფენომენი – ამბობს ვადიმ კონიუშკევიჩი, “სამართლის ხაზის” პარტნიორი. ამის კარგი მაგალითია ევროკავშირი, – განაგრძობს ის –  სადაც უახლოეს წარსულში მიიღეს დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს კრიპტოვალუტას ფასეულობის ციფრულ გამოხატულებად.

როგორც ტატიანა ვალოვაიამ განმარტა, ევრაზიული კავშირის კრიპტოვალუტის შექმნა ჯერ არ იგეგმება; დღის წესრიგში დგას მხოლოდ ერთიანი რეგულირებისა და შეფასების საკითხი. მაგრამ თუ ზესახელმწიფოებრივი კრიპტოვალუტა გაჩნდება, იგი აუცილებლად ჩვეულებრივი ფულით უნდა იყოს გამყარებული, თვლის დენის დუშნოვი.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა წარუდგინეს მთავრობას კანონპროექტი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ”, სადაც კრიპტოვალუტა განისაზღვრა, როგორც ქონება ციფრულ გამოხატულებაში. კანონპროექტი ასევე არეგულირებს  ICO-ოების მიერ ფინანსების მობილიზებასა და ინვესტორების დაცვას სმარტ კონტრაქტების გზით. მთავრობამ რეკომენდაცია გასწია აუცილებელი სახით დაწესდეს კონტროლი კრიპტოვალუტით ტრანზაქიებზე, რომელიც აღემატება 600 000 რუსულ რუბლს, როგორც ეს საბანკო სფეროში ხდება. ცენტრალურმა ბანკმა ასევე შექმნა ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროს რეგულირების ორგანო.

(წყარო)