შვეიცარია პოზიციონირებს, როგორც მსოფლიოს ბლოკჩეინ დედაქალაქი

By | May 2, 2018

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა ქვეყნის ბლოკჩეინ დედაქალაქად გახდომის გეგმა, სადაც ამ სფეროს სტარტაპებისთვის საუკეთესო პირობები იქნება.

საეჭვო საბანკო საქმისგან დაშორება

შვეიცარია დიდი ხანია წარმოადგენს ადგილს, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი მიდიან საკუთარი სიმდიდრის შესანახად. ქვეყნის საბანკო სისტემა ზოგადად ღიაა ასეთი ინდივიდებისა და კომპანიებისთვის, მაგრამ შვეიცარია იწყებს ახალი აღმოცენებადი ფინანსური ბაზრების კვლევას. ქვეყნის სხვადასხვა ძირითად ქალაქში მოღვაწე უამრავი სტარტაპის მიზანია კრიპტო ფინანსურ ცენტრად გადაქცევა.

PwC-ის (PricewaterhouseCoopers), მსოფლიოს ერთერთი უდიდესი აუდიტორული  კომპანიის, მონაცემების მიხედვით 2017 წელს ათიდან ოთხმა უდიდესმა ICO-ომ (მონეტის პირველადი შეთავაზება) სწორედ აქ დაიდო ბინა. კანონმდებლების მიზანია გამოიყენონ ქვეყნის ძლიერი საბანკო სისტემა, დაბალი გადასახადები, და კვალიფიციური კადრები, რომ გახადონ შვეიცარია კრიპტოვალუტის “სილიკონის ველი”.

მთავარი კრიპტო გაფართოების ადგილი არის ცუგი (Zug). ეს 120 000-იანი ქალაქი არის შვეიცარიის “კრიპტო ველის” ეპიცენტრი. აქ არსებულმა დაბალმა 14.6%-იანმა მოგების გადასახადმა უამარავი სტარტაპი მიიზიდა, რამაც განაპირობა, როგორც ქალაქის გაზრდა, ისე უმუშევრობის შემცირება. კრიპტო ენთუზიასტებისთვის ცუგს სენტიმენტალური მნიშვნელობაც აქვს, რადგან აქ არის ინკორპორირებული ეთერიუმი, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ეს პირველი ადგილია, სადაც ბიტკოინის ბანკომატები დაიდგა.

კრიპტო პროექტების ექსპანსია ეხმარება შვეიცარიას დააბალანსოს ის დანაკარგები, რაც მისმა საბანკო სექტორმა განიცადა ამ უკანასკნელ წლებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბანკო ინსტიტუტები აქ 20%-ით შემცირდა. Finma-მ, შვეიცარიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და მიმართა რამდენიმე ვირტუალური ვალუტის სტარტაპს ქვეყნის ხელსაყრელი პირობების შესათავაზებლად და განაცხადა მზადყოფნა ითანამშრომლოს ახალ ტექნოლოგიებში დასაქმებულ კომპანიებთან. მარეგულირებლის ასეთი თავისუფალი მიდგომა კარგად გამოიხატება MyBit-ის აღმასრულებელი დირექტორის იან ვორალის კომენტარში, რომელმაც განაცხადა, რომ მარეგულირებლის სტრატეგია არის – “გააკათეთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია და თუ რაიმე აგერევათ ჩვენ მზად ვართ თქვენთან ვიმუშაოთ”.

ყველაფერიც ასე უღრუბლო არ არის

თუმცა შვეიცარიასაც გააჩნია თავისი ნაკლოვანებები. შვეიცარიელებს არ აქვთ აშშ-ს მსგავსი სტარტაპ კულტურა. ბიზნესის დაწყება და რაიმეს არ გამოსვლა საზოგადოების მიერ ძალიან ცუდად განიხილება. სხვა ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ცხოვრების მაღალი ღირებულება.

შვეიცარია წლების მანძილზე დიდ ენერგიასა და რესურსს ხარჯავს, რომ ჩამოიშოროს “საეჭვო ფულის სამოთხესთან” ასოცირება. აშშ, ფედერალურ დონეზე, ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. ახალი ტიპის კრიპტოვალუტების, როგორიცაა წილის მტკიცებულებაზე (Proof of Stake) დაფუძნებული ვალუტები, გაჩენასთან ერთად დასადგენია განიხილონ თუ არა ისინი ფასიან ქაღალდებად, რაც კიდევ უფრო გაართულებს საქმეს.

მიუხედავად ამისა, შვეიცარია მაინც ერთერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც კრიპტო კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობებია, რასაც მოწმობს ციფრებიც – “კრიპტო ველში” მოღვაწე კომპანიების რიცხვი ერთ წელიწადში 15-იდან 100-მდე გაიზარდა. თუმცა ქვეყნის საბანკო სექტორი ამ განვითარებით მოხიბლული არ არის და ეკონომიკის მინისტრმაც თავისი რიტორიკა “კრიპტო ქვეყნის” შესახებ “ბლოკჩეინ ქვეყანაზე” ჩაანაცვლა.

(წყარო)