CoinMarketCap-მა პრიველი მობილური აპლიკაცია შექმნა

By | May 1, 2018

CoinMarketCap-მა უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც დე ფაქტო წყარომ კრიპტოვალუტაზე თვალყურის სადევნებლად.

ამან უზარმაზარი ტრეფიკი და ყურადღება მიაპყრო ვებგვერდს. Alexa-ს ინფორმაციით იგი შედის მსოფლიოს 174 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდში და აღემატება მოწონებით Wall Street Journal-ს, Bloomberg-სა და სხვა მედიას. თუმცა ცოტა არის ცნობილი თვითონ შემქმნელი კომაპნიის შესახებ აღნიშნავს Wall Street Journal-ი.

CoinMarketCap-მა ასევე არაფერი გააკეთა განვითარებისა და გაფართოვებისთვის და არ გამოიყენა მისი ლიდერის პოზიცია. მაგრამ დღეს, მისი დაარსებიდან 5 წლის თავზე კომპანიამ გამოუშვა პირველი მობილური აპლიკაცია (iOS-თვის), მოახდინა ვებგვერდის რებრენდინგი და მოემზადა ახალი სერვისების შეთავაზებისთვის.

აპლიკაციას დიდი ხანია ელოდებიან კრიპტო თაყვანისმცემლები, მაგრამ სიმართლე ითქვას უმრავლესობას უკვე აქვს სხვა აპლიკაციები კრიპტოვალუტაზე დაკვირვებისთვის.

აპლიკაცია ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. ის იძლევა კრიპოტვალუტების დახარისხების საშუალებას ფასის, პროცენტული ცვლის და სხვა პარამეტრების მიხედვით; ასევე შეგიძლიათ შექმნათ თვალყურის დევნების სპეციალური სია, ე.წ. “watchlist”-ები. აპლიკაციის თავში ერთი სარეკლამო ბანერია. რეკლამის გარეშე ფასიანი ვერსია ჯერ არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ შეუძლებელია თვალყური ადევნოთ კონკრეტული რაოდენობის კრიპტოვალუტის ფასის ცვლას, რაც იმას ნიშნავს რომ ის ჯერ ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულად თქვენს პორტფელზე დაკვირვებისთვის არსებულ აპლიკაციებს.

ირონია იმაშია, რომ თითქმის ყველა კრიპტო აპლიკაცია იყენებს CoinMarketCap-ის პროგრამულ ინტერფეისს (API). მაგრამ კომპანია ორ ძირითად შესაძლებლობას ხედავს. პირველი ისაა რომ ბრენდი არის ყველაზე ცნობადი.

“არსებობს სხვა აპლიკაციები, რითიც ადამიანები ადევნებენ თვალყურს კრიპტოვალუტას? – დიახ. თუმცა ჩვენი ვებგვერდი ერთადერთია, რომელიც იძლევა გარანტიას მონაცემების წყაროზე, მის შეკრებაზე და გადამოწმებაზე და ჩვენ ვამაყობთ, რომ განვიხილებით, როგორც საუკეთესო ინდუსტრიის მიერ” – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.

მეორე – არსებობს მონეტიზაციის შესაძლებლობა.

აპლიკაციის მიღმა, კომპანიამ განაახლა თავისი ვებგვერდი და API. მათ განაცხადეს რომ ახალი API ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს. შესაბამისად, შეიძლება აპლიკაცია ამ ეტაპზე ბევრი სიახლით არ გამოირჩევა, კომპანიას ამასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, რაც მისცემს მათ ამ სერვისების მონეტიზების საშუალებას, მათ შორის რეკლამის ხარჯზე. კომპანია ამბობს, რომ 15 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ყავს.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მომხარებლების მოთხოვნებს, რა სურთ მათ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მათ მიერ ჩვენი მოანაცემების გამოყენება ყველაზე კომფორტული იყოს” – ამბობს ბრენდონ ჩეზი, CoinMarketCap-ის აღმასრულებელი დირექტორი, საკუთარ მიმართვაში.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულზე.

(წყარო)