Binance-ი ბერმუდაში 15 მილიონი დოლარის ინვესტირებას ახდენს

By | May 1, 2018

მანამდე, სანამ სხვა სახელმწიოფოები განიხილავენ ადგილობრივი კრიპრტოვალუტის ჰაბად ქცევას, სხვები უკვე ახერხებენ ამის მიღწევას და შესაბამისი მოგების ნახვას. უკანასკნელი მაგალითია ბერმუდა, რომელიც აქტიურად მუშაობს კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელსაყრელ რეგულაციებზე და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.

Binance-ს მოაქვს დასაქმება, განათლება და ინვესტიცია

დევიდ ბარტმა, ბერმუდას პრემიერ მინისტრმა, განაცხადა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-სთან ახალი თანამშრომლობის შესახებ. დადებული ხელშეკრულების შესაბამისად კომპანია ხსნის გლობალური შესაბამისობის ცენტრს, სადაც 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. Binance-ი ასევე მოახდენს 10 მილიონი დოლარის ინვეტირებას ადგილობრივების განათლებაში და 5 მილიონისას ბერმუდაში დაარსებულ ბოლკჩეინ კომპანიებში.

მართალია Binance-ეს აზიური ფესვებისგან ბერმუდა შორს არის, მაგრამ ეს იდეალური ადგილია გლობალური შესაბამისობის ცენტრისთვის. ოფიციალური ენა არის ინგლისური, ის უკვე დამკვიდრებული ოფშორია, ხოლო ამ თვითმართვად ბრიტანულ ტერიტორიაზე მოქმედებს თანამეგობრობის ქვეყნების (როგორიცაა მაგალითად ავსტრალია, კანადა, სხვ.) მსგავსი სამართლებრივი სისტემა. დამატებით, ადგილობრივი მთავრობა კრიპტოვალუტის ფირმებისთვის ხელსაყრელ რეგულაციებს აწესებს.

ბერმუდა ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს

ქვეყანამ მიიღო “ბერმუდას კრიპტოვალუტის აქტი”, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ დაამტკციცა. მიმდინარე კვირაში მას ლორდთა პალატაც დაამტკიცებს. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას და მოაწესრიგოს ისეთი საკითხები, როგორიცაა კრიპტოვალუტის გამოშვება და გაყიდვა, ICO-ოები (მონეტის პირველადი შეთავაზება), კრიპტოვალუტის ბირჟები, საფულეები და სხვა სერვისები.

“როდესაც განვიხილავთ სხვა იურისდიქციებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არ არიან საბანკო და ფინანსური ჰაბები, არ გააჩნიათ კარგი ისტორია და პრაქტიკა KYC-ის (იცოდე შენი კლიენტი) და AML-ის (ფულის გათეთრების საწინააღმდეგო) რეგულაციები, ან წარმოადგენენ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც არ გამოდგება ტექნოლოგიური და ფინანსური სისტემების სწრაფი განვითარებისთვის” – აცხადებს ჯოზეფ ვეინბერგი, KYC/AML ბლოკჩეინ გადაწყვეტილებების თავმჯდომარე, – “ამის გარდა, ბერმუდას ყავს კვალიფიცური მუშახელი რეგულაცებში, შესაბამისობის საკითხებში და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობაში. კუნძულებს ასევე გააჩნიათ დიდი ხნის ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობის ისტორია და წრაფად სწავლისა და ადაპტაციის დიდი სურვილი. ეს იდელაური პირობებია”.

(წყარო)