ევროკომისია ბლოკჩეინით დეზინფორმაციას შეებრძოლება

By | May 1, 2018

ევროკომისიამ ბლოკჩეინის ტექნოლოგია მისი ჩარჩო პოლიტიკის ნაწილად გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ყალბი ინფორმაციის ონლაინ გავრცელებას შეებრძოლება. ევროკომისია ბლოკჩეინს “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსის” მთავარ შემადგენელ ნაწილად განიხილავს.

პრესრელისის თანახმად, ბლოკჩეინის ტექნოლოგია არის “ახლი ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების გზას/საშუალებას და გააჩნია დიდი პოტენციალი ცენტრალური როლი ითამაშოს დეზინფორმაციის საკითხის მოგვარებაში გრძელვადიან პერსპექტივაში”.

ევროკომისია აცხადებს, რომ ბლოკჩეინის აპლიკაციებს შეუძლიათ შესძინონ გამჭირვალობა, სანდოობა და მიკვლევადობა სიახლეებს ინტერნეტში. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განაწილებული დავთრის (Distributed Ledger) ტექნოლოგია შეიძლება გაერთიანდეს სხვა მაიდენტიფიცირებელ პროცესებთან:

“ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბლოკჩეინი, შეუძლიათ შეინარჩუნონ შინაარსის მთლიანობა, შეამოწმონ ინფორმაციის ან / და მისი წყაროების სანდოობა, უზრუნველყონ გამჭვირვალობა, მიკვლევადობა და ხელი შუწყონ ნდობის აღდგენას ინტერნეტში განთავსებული სიახლეების მიმართ. ეს შეიძლება გაერთიანდეს საიმედო ელექტრონულ იდენტიფიკაციასთან, ავტორიზაციასთან და დამოწმებული ფსევდონიმების გამოყენებასთან…”

ბოლო პრესრელიზი შედეგია ანგარიშის, რომელიც გამოქვეყნდა მარტში ევროკომისიის მაღალი დონის ექპერტების მიერ, სადაც ისინი ონლაინ პლატფორმების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს აყენებდნენ. ევროკომისიის შემდგომი ნაბიჯი არის ევროკავშირის “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსის” შემუშავება, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ივლისში.

ბლოკჩეინის განვითარება ასევე დაფიანსდება ევროკავშირის კვლევითი საქმიანობის განმახოციელებელი ორგანოს “ჰორიზონ 2020 სამუშაო პროგრამის” (Horizon 2020 Work Programme) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ყველაზე დიდ  კვლევისა და ინოვაციების  დაფინანსების პროგრამას წარმოადგენს .

11 აპრილს ევროკომისიამ გამოაცხადა 22 ქვეყნის მიერ “ბლოკჩეინის პარტნიორობის დეკლარაციის” ხელმოწერა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრუს ანსიპმა მოუწოდა ევროკავშირს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ევროპა გახდეს ლიდერი ციფრულ ინოვაციებში.

(წყარო)