ჩიკაგოს იფციონების ბირჟა ბიტკოინის ფუჩერსის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

By | April 29, 2018

გასულ წელს ჩიკაგოს იფციონების ბირჟამ (CBOE) – მსოფლიოში დერივატივებით ვაჭრობის ყველაზე პოპულარული ბირჟა – დაიწყო ბიტკოინის ფუჩერსებით ვაჭრობა. ეს ნაბიჯი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან CBOE-მ მიმდინარე წლის 25 აპრილს 19 000 ბიტკოინის ფუჩერსის კონტრაქტი ივაჭრა. რაც წარმოადგენს ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას.

მოთხოვნა საოცრად გაიზარდა

CBOE-ს წინა რეკორდული მოცულობა 2018 წლის 17 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც დაახლოებით 15 500 ბიტკონის ფუჩერსით ვაჭრობა მოხდა ერთ დღეს. შემდგომ პერიოდში დრიური მოცულობა დაახლობით 6 600 კონტრაქტი იყო და 24 აპრილს ეს ციფრი 6 650-ს შეადგენდა.

მსგავსი სიტუაცია დაფიქსირდა ჩიკაგოს სხვა მსგავს ბირჟაზე, სადაც 11 000 ბიტკონის ფუჩერსის კონტრაქტით ვაჭრობა მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთ ბირჟაზე დაფიქსირებული იზოლირებული შემთხვევა არ იყო და ამერიკის სხვა ბირჟებზეც მოხდა სერიოზული ზრდა.

კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini-ის მიერ დაფიქსირებული ამ ბოლო გაყიდვების ფასი  შეადგენს 8 055 დოლარს ბიტკონის ფუჩერსის ერთ კონტრაქტზე.

19 აპრილის მდგომარეობით 550 000-ზე მეტი ბიტკოინის ფუჩერსის კონტრაკტი გაიყიდა მას შემდეგ, რაც CBOE-მ მათი ვაჭრობა დაიწყო. ვაჭრობის საერთო მოცულობამ, კი დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

(წყარო)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *