2018 წლის 26 აპრილს საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (Conseil d’État) განსაზღვრა კრიპტოვალუტის ვაჭრობით მიღებული შემოსავლები, როგორც მოძრავი ქონება. მან შეცვალა ამგვარი შემოსავლების კლასიფიკაცია, რაც ავტომატურად გულისხმობს გადასახადის შემცირებას 45%-იდან 19%-მდე.
არსებობს გამონაკლისები, როგორიც არის მაინინგის შედეგად მიღებული შემოსავლები, რომელიც ჯერ კიდევ რჩება 45%-იანი განაკვეთის ქვეშ. ახალი განაკვეთი განკუთვნილია ინვესტირებისა და კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი – ბრუნო ლე მერი იყო ერთერთი ვინც დააყენა კრიპტოვალუტის G20-ის სამიტზე განხილვის საკითხი. მისი პოზიცია ძალიან პროგრესულია და მას სჯერა რომ კრიპტოვალუტის გამოყენება სულ უფრო გაიზრდება. მას ასევე სურს საფრანგეთში შექმნას ბლოკჩეინისა და ინოვაციების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები.
(წყარო)