კრიპტოვალუტა უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე და ფინანსურ სისტემაზე

By | April 28, 2018

კრიპტოვალუტა სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე და ფინანსურ სისტემაზე, რაც ასევე აისახება კომპანიების აქციების ფასზე საფონდო ბირჟებზე. ორმა დიდმა გიგანტმა დაადასტურა შემოსავლების  ზრდა მაინინგის პოპულარობის ზრდის შედეგად.

Nvidia და AMD არის ორი უდიდესი ვიდეო ბარათების მწარმოებელი. მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების მაინინგის ზრდის გამო. ხშირად ეს პროდუქცია დეფიციტშია, რადგან კომპანიები საკმარისი რაოდენობით მათ წარმოებას ვერ ასწრებენ.

მოთხოვნა მაინინგისთვის ვიდეო ბართებზე AMD-ს გაყიდვებისა და შემოსავლის სერიოზულ პროცენტს შეადგენს. დევინდერ კუმარი, AMD-ს მთავარი ფინანსური დირექტორი, აცხადებს:

“კომპიუტერული და გრაფიკული სეგმენტის შემოსავალი იყო 1.12  მილიარდი დოლარი, რაც გასული წლის იგივე მონაცემთან შედარებით 95%-იან ზრდას წარმოადგენს. ეს Radeon-ისა and Ryzen-ის პროდუქტებზე მოთხოვნის მატებით არის განპირობებული, რისი მიზეზიც კომპიუტერული თამაშების გარდა ბლოკჩეინიც არის. ჩვენი დათვლით 2018 წლის პირველი კვარტლის AMD-ს შემოსავლის 10% ბლოკჩეინზე მოდის და ველოდებით ამ ციფრის კიდევ ზრდას.

რომ შევაჯამო, პირველი კვარტალი იყო არაჩვეულებრივი, რამაც განაპირობა კომპანიის აქციის ფასის ზრდა 9.70 დოლარიდან 11.30 დოლარამდე”.

სხვა გლობალური გიგანტი, ცოტა განსხვავებულ ინდუსტრიაში არის სამხრეთ კორეული Samsung-ი. კომპანია არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადავიდა ასიკ ჩიპების მასიურ წარმოებაზე, რამაც განაპირობა 2018 წლის პირველ კვარტალში 58%-იანი ზრდა გასული წლის იგივე მონაცემთან შედარებით.

რობერტ იი, Samsung-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ინვესტორებთან ურთერთობაში აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ამ ზრდის:

“მიკროჩიპების ბიზნესიდან შემოსავლები ყოველწლიურად მატულობს, რაშიც უდიდესი წვლილი მობილურ ტელეფონებსა და მაინინგს შეაქვს, რამაც განაპირობა Samsung-ის აქციის ფასის ზრდა 100 დოლარამდე”.

უკვე ნათლად ჩანს, რომ კრიპტო სივრცე სულ უფრო მეტად ინტეგრირდება მსოფლიო ეკონომიკაში და ფინანსურ სიტემაში და მასზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

(წყარო)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *