17 მილიონი ბიტკოინი მოპოვებული, დარჩა 4 მილიონი

By | April 27, 2018

26 აპრილს 17 მილიონი ბიტკოინი იქნა მოპოვებული.

ბიტკოინის შეზღუდული რაოდენობა არის ერთერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ის არის ასეთი ფასეული. ჩვეულებრივ ვალუტას, ისეთი როგორიც არის დოლარი, ფუნტი ან ევრო, არ გააჩნია ლიმიტი და ის უსასრულოდ შეიძლება იქნას დაბეჭდილი. კერძო ბანკები, როგორიცაა ფედერალური სარეზერვო ბანკი (აშშ) ან ინგლისის ბანკი (გაერთიანებული სამეფო) ყოველწლიურად იღებენ გადაწყვეტილებას რამდენი დამატებითი ვალუტა უნდა დაიბეჭდოს. რაც უფრო მეტი იბეჭდება, ის მით უფრო უფასურდება.

ბიტკოინი, კი მხოლოდ 21 მილიონი შეიძლება არსებობდეს და ბოლო ბიტკოინის მოპოვება 2040 წლისთვის მოხდება.

მსოფლიოში უკვე ცნობილი კოდი, რომელიც სატოში ნაკამოტომ შექმნა და რომელიც უდევს ბიტკოინს საფუძვლად, უზრუნველყოფს ერთი ბლოკის შექმნას ყოველ 10 წუთში და აჯილდოვებს მაინერებს 12.5 ახალი ბიტკოინით ყოველ ჯერზე. ამის საფუძველზე თითქმის ზუსტად შეიძლება განისაზღვროს რამდენი ბიტკოინი იქნება ცირკულაციაში კონკრეტული დროის მომენტში.

გასულ წელთან შედარებით, როდესაც 16,3 მილიონი ბიტკოინი იყო ცირკულაციაში, დღეს ეს ციფრი 700 000-ით არის გაზრდილი.

კიდევ ერთი წელია საჭირო სანამ ეს ციფრი 18 მილიონამდე გაიზრდება. ყოველ ორ წელიწადში მაინინიგით შექმნილი ბლოკისთვის ჯილდო ნახევრდება. ტექნიკურად ბოლო ბიტკოინი არასდროს არ იქნება მოპოვებული, თუმცა თითქმის მთელი რაოდენობა უკვე იქნება  ცირკულაციაში.

თქვენ შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ბიტკოინის რაოდენობის ზუსტ ცირკულაციას შემდეგ ბმულზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *