გერმანიაში იხსნება პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის

By | April 27, 2018

კრიპტოვალუტების პოპულარობა დღითი დღე მატულობს და უამრავი დიდი ინვესტორია, რომელიც დაინტერესებულია კრიპტოვალუტაში ინვესტიციით. მაგრამ ხშირად ძალიან ძნელია ამისთვის გამოიყენონ რეგულირებული ბირჟები, რომელიც მისცემდა მათ უპრობლემო მუშაობის საშუალებას. ახლა გერმანიას უკვე აქვს სპეციალიზირებული ბირჟა, რომელიც მისცემს საშუალებას მსხვილ ინვესტორებს ივაჭრონ კრიპტოვალუტით.

კრიპტოვალუტის ბირჟა ვეშაპებისთვის

კომპანია VPE Wertpapeierhandlesbank AG-მ (VPE) გახსნა პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის და მათ ამისთვის მოიპოვეს სპეციალიზირებული ლიცენზია.

კატარინა სტრენსკიმ, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ინსტიტუციური ინვესტორები ხშირად აწყდებიან ბარიერებს  არარეგულირებად პლატფორმებთან მუშაობაში. VPE ამირეიდან სწორედ ამ საქმიანობას გაუმარტივებს მსხვილ ინვესტორებს.

“კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი და სხვები, ძალიან პერსპექტიული აქტივები გახდა ამ უკანასკნელ წლებში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანია პირველი გერმანული ბანკია, რომელიც თავის კლიენტებს მათი ვაჭრობის სერვისს შესთავაზებს”- ამობს სტრენსკი.

გერმანიის კრიპტო ბაზარი

გერმანიაში საკმაოდ დინამიურად განვითარებადი კრიპტო ბაზარია. სახელმწიფო არ ჩქარობს მკაცრი რეგულირება დაუწესოს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს, რადგან ასეთ ჩანასახ ეტაპზე მომავლის ტექნოლიგებთან მომუშავე კოპმანიებისთვის რეგულაციების დაწესება, აუცილებლად შეზღუდავს მათი განვითარების პერსპექტივას. ეს კი გერმანიას უპირატესობას ვერ მისცემს სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც კრიპტო ბიზნესი უკვე დიდი ხანია ყვავის. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც აღიარებს კრიპტოვალუტას ლეგალური გადახდის საშუალებად.

(წყარო)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *