საქართველო – კრიპტოვალუტისა და მაინინგის ჰაბი რეგიონში

By | April 25, 2018

საქართველო ხდება კრიპტოვალუტისა და მაინინგის ჰაბი. ხშირად, როდესაც ტენოლოგიური წინსვლები განიხილება მთავარი აქცენტი კეთდება ისეთ რეგიონებზე, როგორიც არის ევროპა, ამერიკა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ძალიან იშვიათად თუ საქართველოს მსგავსი ქვეყანა მოხვდა მსოფლიოს უზარმაზარ ტენოლოგიურ და ინოვაციურ რუქაზე. საქმე კი იმაშია, რომ ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზულ გავლენას ახდენენ კრიპტო და ბლოკჩეინ ბიზნესზე.

Bitfury-ის ფაქტორი

კრიპტოვალუტის მაინინგი სერიოზული საქმიანობაა საქართველოში. ქვეყანა მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიით და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ და კანადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი დატა ცენტრია.

          წყარო: გლობალური კრიპტოვალუტის მაინინგის კვლევა

საქართველოს ძირითადი კრიპტო მაინინგის სიმძლავრე განპირობებულია  ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ის მიერ. კომპანიას უზარმაზარი მაინინგის კომპლექსი აქვს თბილისთან ახლოს. ეს კომპლექსი და მის მიერ მოხმარებული ენერგია იმდენად დიდია, რომ ამ საკითხმა საზოგადოებაში უამრავი წინააღმდეგობა გააჩინა. Bitfury-ის დატა ცენტრი მოიხმარს საშუალოდ 28 მლნ კვ/სთ ელექტროენერგიას. ეს მონაცემი არის 120 000 ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტოლი. ძირითადი წინააღმდეგობა საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ქვეყნის ამხელა რესუსრის ათვისებისა, კომპანია იხდის ჩვეულებრივი მომხმარებლისგან განსხვავებით კომერციულ ტარიფზე ნახევარზე ნაკლებს კვ/სთ ელექტროენერგიაში და რადგან მოღვაწეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთოდ არანაირ გადასახადს არ იხდის საქართველოს ბიუჯეტში.

არის სერიოზული ეჭვები, რაზეც უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიებიც მუდმივად მიუთითებენ, რომ აღნიშნული პირობების მიზეზი Bitfury-ის მთავრობასთან და საქართველოში გავლენიან წრეებთან კავშირია. თვით Bitfury-ი ამ ფაქტს მუდმივად უარყოფს.

გარდა მაინინგისა Bitfury-ი ასევე თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების დარგში. 2017 წელს კომპანია დაეხმარა მთავრობას საჯარო რეესტრის ბლოკჩეინ ბაზის შემნაში. ერთი წლით ადრე კი Bitfury-იმ მონაწილეობა მიიღო ბლოკჩეინ ბაზის შექმნაში, რომელიც მიწის საკადასტრო ჩანაწერებს ეხებოდა. კომპანია გეგმავს ამ მიმართულებით კვლავ გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

ლიბერტარიანული იდეები

კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის მასიურმა მიღებამ გააჩინა კარგი საფუძველი ლიბერტარიანული იდეებისთვის. “გირჩი”, პატარა პოლიტიკური პარტია, გეგმავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას. პარტიის ხელმძღავნელის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით ისინი გეგმავენ მთელი ქვეყნის პრივატიზების პროცესს. პარტია ასევე იყენებს კრიპტოვალუტის მაინინგს საკუთარი საქმიანობისთვის თანხების მოსაზიდად. მათ ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა დაუთმოს საკუთარი კომპიუტერის სიმძლავრე კრიპტოვალუტა “Monero”-ს მოპოვებას/მაინინგს. ჯაფარიძე ამბობს, რომ სულ რამდენიმე ასეული დოლარის მოგროვება მოხერხდა, თუმცა ეს მიმართულება უფრო მეტად მისაღებს ხდის პარტიას ახალგაზრდა ამომრჩეველისთვის.

სიფრთხილე

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას სიფრთხილე გამოიჩინონ კრიპტო ბიზნესში ინვესტიციისგან. საქართველოში შექმნილი კრიპტო დოვლათის უმეტესი ნაწილი ქვეყნის გარეთ მყოფ ადამიანებს ამდიდრებს. ამ საკითხზე კომენტარისას, მიხეილ თუთბერიძე (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი) აცხადებს, რომ ამ სფეროში ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ “მასიური ფსიქოლოგიის” მსხვერპლი რომ არ გახდნენ; რადგან ასეთი ბუშტების დროს უფრო მეტია წაგებული მოქალაქეებიის/ინვესტორების რაოდენობა, ვიდრე მოგებულის. მიტ უმეტეს თუ აღნიშნული ინვესტიციები ვალების შედეგად იქნა განხოციელებული.