მალტა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ცენტრი ხდება

By | April 25, 2018

კრიპტოვალუტის ბირჟები სულ უფრო მეტად იყრიან თავს მალტაზე.

სახელმწიფო მტკიცე პოლიტიკას ატარებს, რათა გახდეს მსოფლიოში საუკეთესო იურისდიქცია კრიპტოვალუტის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის.

“ბევრი კრიპტოვალუტის ბირჟას შეიძლება ყავდეს თავისი კლიენტები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს ქვეყნები ყოველთვის მათი ლეგალურად რეგისტრაციის ადგილი არ არის” – აცხადებს შინა შა, Morgan Stanley-დან საკუთარ ანგარიშში, “მალტაში რეგისტრირებული კომპანიების მიერ განხოციელებული ძირითადი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხდება მალტის ფარგლებს გარეთ”.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობრივად კრიპტოვალუტის ბირჟების უმეტესი ნაწილი მაინც რჩება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის გაერთიანებული სამეფო, ჰონკონგი (ჩინეთი), აშშ. მაგრამ კონკურენცია ქვეყნებს შორის სულ უფრო იზრდება.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობა ქვეყნების მიხედვით

წყარო: coinmarketcap.com